Sunday, May 18, 2014

ჩვენ ვქმნით თანასწორ საზოგადოებას!


4-10 მაისს მოეწყო საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ინკლუზიური განათლების შესახებ შემდეგი აქტივობები: მოსწავლეები გაეცნენ 2006 წელს მიღებულ კონვენციას შშმ პირების შესახებ. აგრეთვე სკოლაში გავრცელდა ინფორმაცია კვირეულის შესახებ.
სამოქალაქო კლუბის ინიციატივით და სკოლისთვითმმართელობის თანამშრომლობით, აგრეთვე შშმ პირთა პანსიონის ადმინისტრაციის მხარდაჭერით შშმ პირთა პანსიონში ჩატარდა შემდეგი აქტივობები: მოეწყო მხიარული სტარტები . შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ჩატარდა სამაგიდო თამაშები და თავისუფალ თემაზე დაიხატა ნახატები და მოეწყო შემოქმედებითი საღამო. თვითოეულ ზემოთ აღნიშნულ აქტივობებში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეებიდა შშმ პირები ინტეგრირებულად. ღონისძიებებს ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრების რანგში: 1) სოციალური მომსახურების სააგენტო, მეურვეობა- მზრუნველობა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტიდან უფროსის მოადგილე და უფროსი სპეციალისტი.
2) საქველმოქმედო ფონდ ,,საქართველოს კარიტასი“-ს მარტყოფის მცირე საოჯახო ტიპის სახლიდან ბენეფიციარები
3)საქართველოს სახალხო დამცველის შშმ პიღტა უფლებების ცენტრის უფროსი
4) სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი ,, თემი-ქედელი“ დირექტორთან და ბენეფიციარებთან ერთად
5)ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდი დირექტორის მოადგილე ფინდის პრესმდივანთან და ფინდის სპეციალისტთან ერთად.
აგრეთვე მარტყოფის #2 საჯარო სკოლის პედაგოგები და შშმ პირთა პანსიონის თანამშროლმლები.






No comments:

Post a Comment