ხვალ 16 ნოემბერია ეს დღე მსოფლიოში აღინიშნება როგორც ,,საერთაშორისო ტოლერანტობის დღე".
საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა რადგან აქ საუკუნეების გნამავლობაში მშივიდობიანად თანამოსახლეობენ სხვადასხვა ეროვნების და რელიგიის ადამიანები. ტოლერანტობის ცნების ,,ხერხემალი" ადამიანების უფლებების პატივისცემაა.
ტოლერანტობის გაგება სხვადასხვა კულტურაში,მათი ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, გნსხვავებულია. ქართული ტოლერანტობის სინონიმი შემწყნარებლობაა.
არსებობს ,,ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაცია", რომლის მიხედვითაც ტოლერანტობა არის მსოფლიოს მრავალფეროვანი კულტურების, ამ კულტურებში არსებული ადამიანების პატივისცემისა და ცნობის აღიარება.
ტოლერანტი ადამიანის აღზრდას ხელს უწყობს განათლება, კომუნიკაცია, აზრის თავისუფლად გამოთქმის უნარი, შეგნება და რწმენა.
ტოლერანტობა ნიშნავს მოვექცეთ სხვებს ისე, როგორც სხვები გვინდა, რომ მოგვექცნენ ჩვენ.
ტოლერანტობის მთავარი არსი კი ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლაა. სწორედ არატოლერანტული ქცევა უშლის ხელს ადამიანთა მშვიდობიან თანაარსებობას.
ამ დღესთან დაკავშირებით კლუბი ,, მოქალაქე" ამზადებს ლიფლეტებს ტოლერანტობასთან დაკავშირებით, რომელიც გავრცელდება სოფელ მარტყოფის მოსახლეობაში. აგრეთვე მოვამზადეთ საინფორმაციო ტიპის სტენდი, რომელშიც მოვათავსეთ ინფორმაცია ტოლერანტობის შესახებ.
No comments:
Post a Comment