Tuesday, September 24, 2013

დავასუფთაოთ საქართველო


საქართველო მეოთხე წელია რაც მონაწილეობს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნებულ კამპანია ,,დავასუფთაო მსოფლიო“-ში (Clean Up the World). წელს, კამპანია ,,დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო “ ჩატარდა 20-21-22 სექტემბერს. 22 სექტემბერს კლუბი ,,მოქალაქეც" შეუერთდა ამ კამპანიას და დაასუფთავა სოფ მარტყოფის და მარტყოფის #2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია.