Wednesday, October 3, 2012

მცირე გრანტების კონკურსი.

როგორც იცით გამოცხადდა მცირე გრანტების კონკურსი, ჩვენი კლუბი აქტიურად ჩაერთო ამ კონკურსში და რამდენიმე დღეში დაამთავრებს უკვე მუშაობას. კლუბის ლიდერი რამდენჯერმე იმყოფებოდა კონსულტაციაზე და იმედია მოვიგებთ. გვისურვეთ წარმატება.. : ))   http://initiatives.ge/index.php?m=7

სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი - 2012



სიქა – საგანამანათლებლო ინიციატივების ქართულმა ასოციაციამ განახორციელა ბანაკი, სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში. რომელსაც აფინანსებდა USAID და ახოცლიებედა  PH-International. ბანაკი გაიმართა ბაზალეთში თავისუფალი უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრში.  ბანაკში მყოფ ბავშვებს გვიტარდებოდა ტრენინგები რომელსაც ,,მზიანი სახლიდან" მოწვეული ტრენერები გვიტარებდნენ. იქ გატარებული დღეები 87 მოწავლისთვის დაუვიწყარი იყო. შევიძინეთ უამრავი მეგობარი სხვადასხვა კუთხიდან. მომავალში ჩვენ ვაპირებთ ვითანამშრომლოთ და დავგეგმოთ ქსელური პროექტები, ვიმუშაოთ ისეთ პრობლემებზე რომელიც აწუხებს ჩვენს თემს. ბანაკში ტრენინგები შეეხებოდა ადვოკატირებას, აქტიურ მოქალაქეობას და არა მხოლოდ ამას. ადვოკატირება ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელებისთვის. ბანაკში მყოფი ბავშვები დაყოფილები ვიყავით 4 გუნდათ, რომელსაც ყავდა  2 ლიდერი. თითოეული გუნდი დაყოფილი იყო 4 ჯგუფად რომელსაც შემდგომში ევალდებოდა სხვადასხვა აქტივობის განხორციელება და 1 პროექტის შედგენა. მე ვიყავი ,,Smაჭვების" გუნდში თუმცა როგორც კი ტრენინგი დამთავრდებოდა ბავშვები ისევ ვერთიანდებოდით და ერთ დიდი ჯგუფს ვქმნიდით. ჩვენ შევხვდით სამოქალაქო განათლების ბანაკს PH international-ის დამფუძნებელს  ქ-ნი ქეთრინ ქედველს. ქეთრინი სამოქალაქო განათლების პედაგიგია, რომელიც ჰარვუდის გაერთიანების საშუალო  სკოლაში დაქსბერიში, ვერმონტის შტატში სამოქალაქო და სოციალურ მეცნიერებებს ასწავლის. შეხვედრის დროს მან გვიამბო თავისი ისტორია რომელიც მის აქტიურ ცხოვრებას შეეხებოდა. აგრეთვე უპასუხა ჩვენს  შეკითხვებს. ეს ადამიანი ჩვენთვის იყო მაგალითი რომელმაც შეძლო დიდ დაბრკოლების მიუხედავათ შეექმნდა ისეთი ორგანიზაცია როგორიცაა   PH international–ი. აგრეთვე ჩვენ გვქონდა ჩვენი სახელმძღვანელოს ავტორთან შეხვედრა რომელმაც აგრეთვე უპასუხა ჩვენს მიერ დასმუ შეკითხვებძე. არასდროს არ დაამავიწყდება იქ გატარებული დღეები, გავიგე როგორია იყო აქიური მოქალაქე, და ბევრი აქტიური მოქალაქეც გავიცანი )) .