Tuesday, April 24, 2012

პროექტი ,,მავნე ჩვევების წინააღმდეგ" პრეზენტაცია

   სამოქალაქო კლუბმა ,,მოქალაქემ"  ჩავატარეთ პროექტ ,,მავნე ჩვევების წინააღმდეგ" პრეზენტაცია და მოვაწყეთ ნამუშევრების გამოფენა. პრეზენტაციას ესწრებოდა სკოლის თვითმმართველობა, დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ თემის გამგეობის და ადგილობრივი ამბულატორიის წარმომადგენლები.  გაიმართა თემების პრეზენტაცია და გამოვლინდა საუკეთესო ნაშრომის ავტორი. მოეწყო დისკუსია.                                            

Monday, April 16, 2012

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს..!

ქრისტე აღსდგა..!


''მოქალაქე'' 

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! 


 


15 აპრილს ქრისტიანული სამყარო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.



დაე, სიმშვიდემ და კეთილგანწყობამ დაისადგუროს თითოეული თქვენგანის ოჯახში.

 ვუსურვებთ  ჩვენს ქვეყანას აღდგომას, გაძლიერებასა და გამთლიანებას. 

Tuesday, April 3, 2012

პროექტი დასასრულს მიუახლოვდა.! )

გამოფენა და დისკუსია ,,მავნე ჩვევების წინააღმდეგ" ჩატარდება აღდგომის მომდევნო კვირას. ამ პროექტში მონაწილეებს გადაეცემათ სიგელები და შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი დაწერილი თემები თუ ჩანახატები ფართო აუდიოტორიას გააცნონ. აგრეთვე გამოვლინდება ყველაზე საუკეთესო თემის და ნახატის ავტორი : ))  პროექტის მიმდინარეობას თვალს ადევნებდნენ სამოქალაქო კლუბ ,,მოქალაქის" წევრები და მათი ხელმძღვანელი ლაშა ახობაძე.