Sunday, May 18, 2014

ჩვენ ვქმნით თანასწორ საზოგადოებას!


4-10 მაისს მოეწყო საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ინკლუზიური განათლების შესახებ შემდეგი აქტივობები: მოსწავლეები გაეცნენ 2006 წელს მიღებულ კონვენციას შშმ პირების შესახებ. აგრეთვე სკოლაში გავრცელდა ინფორმაცია კვირეულის შესახებ.
სამოქალაქო კლუბის ინიციატივით და სკოლისთვითმმართელობის თანამშრომლობით, აგრეთვე შშმ პირთა პანსიონის ადმინისტრაციის მხარდაჭერით შშმ პირთა პანსიონში ჩატარდა შემდეგი აქტივობები: მოეწყო მხიარული სტარტები . შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ჩატარდა სამაგიდო თამაშები და თავისუფალ თემაზე დაიხატა ნახატები და მოეწყო შემოქმედებითი საღამო. თვითოეულ ზემოთ აღნიშნულ აქტივობებში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეებიდა შშმ პირები ინტეგრირებულად. ღონისძიებებს ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრების რანგში: 1) სოციალური მომსახურების სააგენტო, მეურვეობა- მზრუნველობა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტიდან უფროსის მოადგილე და უფროსი სპეციალისტი.
2) საქველმოქმედო ფონდ ,,საქართველოს კარიტასი“-ს მარტყოფის მცირე საოჯახო ტიპის სახლიდან ბენეფიციარები
3)საქართველოს სახალხო დამცველის შშმ პიღტა უფლებების ცენტრის უფროსი
4) სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი ,, თემი-ქედელი“ დირექტორთან და ბენეფიციარებთან ერთად
5)ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდი დირექტორის მოადგილე ფინდის პრესმდივანთან და ფინდის სპეციალისტთან ერთად.
აგრეთვე მარტყოფის #2 საჯარო სკოლის პედაგოგები და შშმ პირთა პანსიონის თანამშროლმლები.






,გავამწვანოთ მარტყოფი“

 14 აპრილს კლუბის წევრება განახორციელა აქტივობა ,,გავამწვანოთ მარტყოფი“რომლის ფარგლებშიც მოხდა წლის სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე ნერგების დარგვა. 









Saturday, May 17, 2014

9 აპრილი


6-10 აპრილს ჩატარდა 9 აპრილთან დაკავშირებით კვირეული. რომლის ფარგლებშიც  სკოლის მოსწავლეებს  ვაჩვენეთ ფილმი ,,9 აპრილის საიდუმლო".
ასევე მოეწყო გამოფენა თემაზე ,,ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი"



Friday, May 16, 2014

ვიზიტი შშმ პირებთან

28 თებერვალს სამოქალაქო კლუბი ესტუმრა შშმ პირთა დაწესებულებას და ქველმოქმედებით მიღებული ტკბილეული გადასცა შშმ პირებს.