Sunday, May 18, 2014

ჩვენ ვქმნით თანასწორ საზოგადოებას!


4-10 მაისს მოეწყო საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ინკლუზიური განათლების შესახებ შემდეგი აქტივობები: მოსწავლეები გაეცნენ 2006 წელს მიღებულ კონვენციას შშმ პირების შესახებ. აგრეთვე სკოლაში გავრცელდა ინფორმაცია კვირეულის შესახებ.
სამოქალაქო კლუბის ინიციატივით და სკოლისთვითმმართელობის თანამშრომლობით, აგრეთვე შშმ პირთა პანსიონის ადმინისტრაციის მხარდაჭერით შშმ პირთა პანსიონში ჩატარდა შემდეგი აქტივობები: მოეწყო მხიარული სტარტები . შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ჩატარდა სამაგიდო თამაშები და თავისუფალ თემაზე დაიხატა ნახატები და მოეწყო შემოქმედებითი საღამო. თვითოეულ ზემოთ აღნიშნულ აქტივობებში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეებიდა შშმ პირები ინტეგრირებულად. ღონისძიებებს ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრების რანგში: 1) სოციალური მომსახურების სააგენტო, მეურვეობა- მზრუნველობა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტიდან უფროსის მოადგილე და უფროსი სპეციალისტი.
2) საქველმოქმედო ფონდ ,,საქართველოს კარიტასი“-ს მარტყოფის მცირე საოჯახო ტიპის სახლიდან ბენეფიციარები
3)საქართველოს სახალხო დამცველის შშმ პიღტა უფლებების ცენტრის უფროსი
4) სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი ,, თემი-ქედელი“ დირექტორთან და ბენეფიციარებთან ერთად
5)ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდი დირექტორის მოადგილე ფინდის პრესმდივანთან და ფინდის სპეციალისტთან ერთად.
აგრეთვე მარტყოფის #2 საჯარო სკოლის პედაგოგები და შშმ პირთა პანსიონის თანამშროლმლები.






,გავამწვანოთ მარტყოფი“

 14 აპრილს კლუბის წევრება განახორციელა აქტივობა ,,გავამწვანოთ მარტყოფი“რომლის ფარგლებშიც მოხდა წლის სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე ნერგების დარგვა. 









Saturday, May 17, 2014

9 აპრილი


6-10 აპრილს ჩატარდა 9 აპრილთან დაკავშირებით კვირეული. რომლის ფარგლებშიც  სკოლის მოსწავლეებს  ვაჩვენეთ ფილმი ,,9 აპრილის საიდუმლო".
ასევე მოეწყო გამოფენა თემაზე ,,ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი"



Friday, May 16, 2014

ვიზიტი შშმ პირებთან

28 თებერვალს სამოქალაქო კლუბი ესტუმრა შშმ პირთა დაწესებულებას და ქველმოქმედებით მიღებული ტკბილეული გადასცა შშმ პირებს.



Thursday, February 13, 2014

მეოთხე ქვეითი ბრიგადა


 2013 წლის 20 დეკემბერს ჩატარდა შეხვედრა მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებთან. სადაც მოსწავლეები გაეცნენ ხვადასხვა საბრზოლო საშუალებებს და პირველადი სამედიცინო დახმარების წესებს. ამავე დღეს კლუბის სამუშაო კაბინეტს ეწოდა ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში გმირულად გარდაცვლილი მარტყოფელი   ჯარისკაცის გიორგი ღუჭაშვილის სახელი.

შემოქმედებითი საღამო






შშმ პირთა პანსიონში ჩატარდა შემოქმედებითი საღამო რომელშიც მონაწილეობა მიიღო პანსიონის შშმ პირებმა და სკოლის მოსწავლეებმა. საღამოს სულ ესწრებოდა 150 ადამიანი.

სპორტული შეჯიბრებები შშმ პირთა მონაწილეობით






 18 დეკემბერს პროექტის ფარგლებში ჩატარდა მხიარული სტარტები შშმ პირებისა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, რომელსაც დაესწრო პირველი და მეორე სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები და თემის მაცხოვრებლები (300-მდე ადამიანი).

ტრენინგი ფსიქოლოგისგან

 17 დეკემბერს , სკოლის მოსწავლეებთან ტრენინგი ჩაატარა , შშმ პირთა პანსიონის კვალიფიცირებულმა ფსიქოლოგმა . ტენინგის ბოლოს მოეწყო კითხვა - პასუხის რეჟიმი ბავშვებსა და ფსიქოლოგს შორის ტრენინგი ჩატარდა  ორ ეტაპად თემაზე ,,შშმ პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ასმა მოსწავლემ   

არც ვცნობთ შეზღუდვებს, ვირჩევთ თანაბარ უფლებებს!

 15 დეკემბერს ,თემში ჩავატარეთ აქცია თემაზე " არ ვცნობთ შეზღუდვებს , ვირჩევთ თანაბარ შესაზლებლობებს ! " სადაც სამოქალაქო კლუბის წევრებთან და შშმ პირებთან ერთად მონაწილეობას იღებდა თემში მცხოვრები 500-მდე ადამიანი . ეს აქცია წარმოადგენდა ბენეფიციარებთან ერთად თემში მსვლელობას , პლაკატებითა და ლიფლეტებით



შიდსის საერთაშორისო დღე


კლუბმა 1-7 დეკემბრამდე ჩაატარა კვირეული შიდსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. IX, X, XI კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგ -სემინარი და მიიღეს ზოგადი ინფორმაცია შიდსის შესახებ. ტრენონგ სემინარი ჩაატარეს კლუბის წევრებმა და კლუბის მეურვემ.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

როგორც ვიცით 16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა.სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით კლუბმა ჩაატარა კვირეული. გამოცხადებული იყო კონკურსი სადაც გამოვლინდებოდა საუკეთესო ნამუშევრები ტოლერანტობასთან დაკავშრებით. გამოვლინდა სამი გამარჯვებული და სკოლის საგამოფენო ნაწილში დაიკავა ადგილი. გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელი.

შშმ პირები

ჩვენმა კლუბმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა მცირე გრანტების კონკურსში. პროექტის ავტორია ქეთი სალთხუციშვილი. პროექტი ეხება შშმ პირთა ინტეგრაციას საზოგადოებაში. ამ პრობლემის წინაშე მაშინ აღმოვჩნდით როდესაც ჩვენს სოფელში გაიხსნა შშმ პირთა პანსიონი.
ამ პროექტის პირველი აქტივობა გახლდათ გამოკითხვა თემში რომლის მიხედვითაც უნდა გაგვერკვია რა დამოკიდებულება ქონდათ თემში მცხოვრებ ხალხს შშმ პირთა მიმართ ამ გამოკითხვით გავარკვიეთ რომ უმრავლესობას დადებითი დამოკიდებულება აღმოაჩნდა რომელიც მზადაც კი იყო მონაწილეობა მიეღო დაგეგმილ აქტივობებში. : ))