Sunday, October 27, 2013
სოც. მედიის I დონის ტრენინგი
23 ოქტომბერს მარტყოფის #2 სკოლაში ჩატარდა I დონის სოც. მედიის ტრენინგი. ტრენინგი ჩაატარა კლუბ მოქალაქეის ლიდერმა ქეთი შოშიაშვილმა და აქტიურმა წევრმა ქეთი ეპიტაშვილმა. ტრენინგს დაესწრო მარტყოფის #1 და #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სულ 15 მოსწავლე. ტრენინგზე ბავშვებმა ისწავლეს mail-ის გამოყენება, შექმნეს ბლოგები და აირჩიეს თემა რაზეც მომავალში იმუშავებენ. ბავშვებმა ასევე ისწავლეს movie-maker ში ვიდეოს დამონტაჟება. ვიმედოვნებთ რომ აქედან ერთერთი მაინც გაიმარჯვებს ბლოგერების კონკურსში :))
Tuesday, September 24, 2013
დავასუფთაოთ საქართველო
საქართველო მეოთხე წელია რაც მონაწილეობს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნებულ კამპანია ,,დავასუფთაო მსოფლიო“-ში (Clean Up the World). წელს, კამპანია ,,დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო “ ჩატარდა 20-21-22 სექტემბერს. 22 სექტემბერს კლუბი ,,მოქალაქეც" შეუერთდა ამ კამპანიას და დაასუფთავა სოფ მარტყოფის და მარტყოფის #2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია.
Tuesday, June 11, 2013
სამოქალაქო კლუბ მოქალაქი სამძიმარი ავღანეთში მომხდარი ტერატქის გამო
ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ქვეითი ბატალიონის ბაზაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და თანაუგრძნობს სამოქალაქო კლუბი მოქალაქე. ჩვენ ვიზიარებთ თითოეული ჯარისკაცის ოჯახის ტკივილს, რომელსაც ვერაფერი გაანელებს. განსაკუთღებით ვუსმაძიმრებთ გიორგი ღუჭაშჳილის ოჯახს. გიორგი იყო ჩჳენი სკოლის კურსდამთვრებული. მან ნამდვილად ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის გადაგო თავი და ჩვენ ამას ვაფასებთ.
Tuesday, June 4, 2013
ექსკურსია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შშმ პირებთან ერთად
2013 წლის 1 ივნისს მარტყოფის #2 საჯარო სკოლაში არსებული კლუბ ,,მოქალაქის" ინიციატივით და სკოლის დირექციის მხარდაჭერით , კლუბის წევრების ასევე სოფელში არსებული შშმ პირთა პანსიონის ბენეფიციარების დაახლოებისა და თანამშრომლობის მიზნით მოეწყო ექსკურსია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში
, კერძოდ ყაზბეგში. ჩვენი მიზანი იყოს კლუბის წევრთა დაახლოება და შშმ პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში. ამ ექსკურსიის შემდეგ კლუბის წევრებმა და შშმ პირებმა ერთმანეთთან დაამყარეს უკეთესი კომუნიკაცია, ასევე გაეცვნენ ისტორიულ ძეგლებს.
, კერძოდ ყაზბეგში. ჩვენი მიზანი იყოს კლუბის წევრთა დაახლოება და შშმ პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში. ამ ექსკურსიის შემდეგ კლუბის წევრებმა და შშმ პირებმა ერთმანეთთან დაამყარეს უკეთესი კომუნიკაცია, ასევე გაეცვნენ ისტორიულ ძეგლებს.
მოინახულეს ანანურის ციხე, გუდაურის ჯვრის უღელტეხილი, გერგეთის სამება, დარიალის ხეობა.
Monday, May 27, 2013
ვიზიტი შშმ პირებთან.
2013 წლის 23 მაისს სამოქალაქო კლუბმა ,,მოქალაქემ " განახორციელა პროექტი სკოლის დირექტორის ქალბატონ მარიკა ჩქარეული ხელშეწყობით და დახმარებით, რომლის მიზანიც იყო შშმ პირების ინტეგრაცია საზოგადოებაში. ამ პროქტის ფაგლებში სამოქალაქო კლუბის წევრებმა დაასუფთავეს მათი საცხოვრებელი ტერიტორიის შემოგარენი. აგრეთვე ჩატარდა მცირე ღნისძიება შშმ პირების თანამონაწილეობით.
სამოქალაქო კლუბმა ასევე დაგეგმა შემდეგი ღონისძიებები ამ დაწესებულების დირექციასთან. უახლოეს მომავალში ჩატარდება მხიარული სტარტები რომელსაც დაეწრება ამერიკის საელჩო, რაგბის ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები.
სამოქალაქო კლუბმა ასევე დაგეგმა შემდეგი ღონისძიებები ამ დაწესებულების დირექციასთან. უახლოეს მომავალში ჩატარდება მხიარული სტარტები რომელსაც დაეწრება ამერიკის საელჩო, რაგბის ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები.
Tuesday, April 23, 2013
მხიარული სტარტები
2013 წლის 15 აპრილს სამოქალაქო კლუბმა ,,მოქალაქემ" განახორციელა აქტივობა მხიარული სტარტები რომელიცხ ხელს უწობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეს აქტივობა ხორციელდება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში. რომელსაც აფინანსებს USAID და ამ პროგრამას საქართველოში ახორციელებს PH International (პროექტი „ჰარმონია“). სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია არის პროგრამის პარტნიორია ორგანიზაცია ქვემო ქართლში.
Subscribe to:
Posts (Atom)