28 ნოემბერს 12:00–ზე კლუბი მოქალაქეახორციელებს პროექტის ერთერთი აქტივობას–ფილმის ჩვენებას ,,სტიგმა". ფილმის ჩვენების შემდეგ მოხდება მისი განხილვა რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 10–12 კლასის მოსწავლეები. მოწვეულები არიან მარტყოფის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები. განხილვა დისკუსიას დაესწრება ფსიქოლოგი და ადგილობრივი ამბულატორიის წარმომადგენლები.
Tuesday, November 27, 2012
ტრენინგი წარმატებით განხორცილედა!


ამ ტრენინგით ამაღლდა ბავშვების ცნობიერება ჯანსაღ ცხოვრებაზე. და გვაქვს იმედი რომ ისინი ჯანსაღად იცხოვრებენ.

Saturday, November 17, 2012
ახალი ამბები
სამოქალაქო კლუბმა ,,მოქალაქემ" გაიმარჯვა მცირე გრანტების კონკურსში და მოიპოვა დაფინანსება პროექტის განსახორციელებლად.
სამოქალაქო კლუბი ,,მოქალაქე "პროექტის ერთ-ერთ აქტივობას კერძოდ ტრენინგს ,,ჯანსაღ ცოვრებაზე" ატარებს სამშაბათს და ხუთშაბათს 13.00 საათზე. სამშაბათს ტრენინგს დაესწრება 10-11-12 კლასის მოსწავლეები ხოლო ხუთშაბათს 7-8-9 კლასები.
სამოქალაქო კლუბი ,,მოქალაქე "პროექტის ერთ-ერთ აქტივობას კერძოდ ტრენინგს ,,ჯანსაღ ცოვრებაზე" ატარებს სამშაბათს და ხუთშაბათს 13.00 საათზე. სამშაბათს ტრენინგს დაესწრება 10-11-12 კლასის მოსწავლეები ხოლო ხუთშაბათს 7-8-9 კლასები.
Friday, November 16, 2012
16 ნოემბერი – ტოლერანტობის დღე
სკოლაში გაკეთდა საინფორმაციო გაზეთი, რომელშიც განთავსდა ინფორმაცია ,,ტოლერანტობის" შესახებ.
სკოლის მოსწავლეების გარკვეულმა ნაწილმა არ იცოდა რას ნიშნავდა სიტყვა ,,ტოლერანტობა" ლიფლეტებისა და გაზეთის გაცნობით მათ მიეცათ საშუალება ჰქონოდათ ინფორმაცია ტოლერანტობის შესახებ და გაუჩნდათ სურვილი ყოფილიყვნენ ,,ტოლერანტები"
Thursday, November 15, 2012
,,გავხდეთ ტოლერანტები"
ხვალ 16 ნოემბერია ეს დღე მსოფლიოში აღინიშნება როგორც ,,საერთაშორისო ტოლერანტობის დღე".
საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა რადგან აქ საუკუნეების გნამავლობაში მშივიდობიანად თანამოსახლეობენ სხვადასხვა ეროვნების და რელიგიის ადამიანები. ტოლერანტობის ცნების ,,ხერხემალი" ადამიანების უფლებების პატივისცემაა.
ტოლერანტობის გაგება სხვადასხვა კულტურაში,მათი ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, გნსხვავებულია. ქართული ტოლერანტობის სინონიმი შემწყნარებლობაა.
არსებობს ,,ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაცია", რომლის მიხედვითაც ტოლერანტობა არის მსოფლიოს მრავალფეროვანი კულტურების, ამ კულტურებში არსებული ადამიანების პატივისცემისა და ცნობის აღიარება.

ტოლერანტობა ნიშნავს მოვექცეთ სხვებს ისე, როგორც სხვები გვინდა, რომ მოგვექცნენ ჩვენ.
ტოლერანტობის მთავარი არსი კი ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლაა. სწორედ არატოლერანტული ქცევა უშლის ხელს ადამიანთა მშვიდობიან თანაარსებობას.
ამ დღესთან დაკავშირებით კლუბი ,, მოქალაქე" ამზადებს ლიფლეტებს ტოლერანტობასთან დაკავშირებით, რომელიც გავრცელდება სოფელ მარტყოფის მოსახლეობაში. აგრეთვე მოვამზადეთ საინფორმაციო ტიპის სტენდი, რომელშიც მოვათავსეთ ინფორმაცია ტოლერანტობის შესახებ.
Subscribe to:
Posts (Atom)