Thursday, March 22, 2012

პროექტი ,,მავნე ჩვევების წინააღმდეგ''

ჩვენმა ჯგუფმა გადავწყვიტეთ ჩავატაროთ აქცია, სადაც მარტყოფის #2 სკოლის მოსაწვლეები მიიღებენ მონაწილეობას. ეს პროექტი ეხება თემას რომელიც საკმაოდ აქტუალურია დღეს დღეობით. ეს პროგრამაა ,,მავნე ჩვევების წინააღმდეგ''. სკოლის მოსწავლეებმა უნდა შეადგინონ: ჩანახატი, ნახატი ან თემა, რომელიც ამ საკითხებს ეხება. როდესაც ბავშვებმა ამ პროექტის შესახებ გაიგეს საკმაოდ მოეწონათ და დიდი დაინტერესებაც გამოიწვია მათში. ეს სასკოლო კონკურსია სადაც გამოვლინდება გამარჯვებული საუკეთესო იდეით და ნახატით. კონკურსი იწყება 26 მარტიდან და დამთავრდება 6 აპრილს.

Wednesday, March 21, 2012

სიქა მარტყოფში : ))

2012 წლის 20 მარტს მარტყოფის #2 საჯარო  სკოლაში კვლავ ერთმა წამახალისებელმა იდეამ გაიჟღერა. ეს იდეოლოგია ეხებოდა ისეთი სამოქალაქო კლუბის შექმნას როემლიც გამოავლენდა სხვადასხვა პრობლემებს სკოლაში და სკოლის გარეთ. სიქა–ს წარმომადგენელმა როდესაც აგვიხსნა თუ რა ევალებოდა თითოეულ ჯგუფს და მის წევრს  ამან დაგვაინტერესა და გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა ჯგუფი. ჯგუფის სახელი ,,Citizen"–მოქალაქეს ნიშნავს.. ჩვენ ვართ ის მოქალაქეები რომლებმაც ხელი უნდა შევუწყოთ ხალხის კარგ მოქალაქედ ჩამოყალიბებას. ჩვენი სკოლა ჩართულია "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში", რომელსაც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID) დაფინანსებით ახორციელებს PH-International. "სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია" წარმოადგენს პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციას ქვემო ქართლში.