2012 წლის 6 დეკემბერს სამოქალაქო კლუბმა განახორციელა კიდევ ერთი აქტივობა-ლაშქრობა პროექტ "ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება საზოგადოებაში" ფარგლებში. კლუბის წევრები და მათი უცხოელი სტუმრები-პოლონელი მოხალისეები, წავიდნენ ტყეში მდებარე მამათა მონასტრებში: "ავთანდარიანში" და "ღვთაებაში". მათ ასევე მოინახულეს ანტონ მარტო-მყოფელის კოშკი. მასწავლებელიც კლუბის წევრებიც და სტუმრებიც დიდად კმაყოფილები დარჩნენ ლაშქრობით. ვემზადებით შემდეგი აქტივობისათვის.))
Thursday, December 13, 2012
Tuesday, November 27, 2012
,,სტიგმა" ფილმის ჩვენება
28 ნოემბერს 12:00–ზე კლუბი მოქალაქეახორციელებს პროექტის ერთერთი აქტივობას–ფილმის ჩვენებას ,,სტიგმა". ფილმის ჩვენების შემდეგ მოხდება მისი განხილვა რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 10–12 კლასის მოსწავლეები. მოწვეულები არიან მარტყოფის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები. განხილვა დისკუსიას დაესწრება ფსიქოლოგი და ადგილობრივი ამბულატორიის წარმომადგენლები.
ტრენინგი წარმატებით განხორცილედა!
პროექტის ერთერთი აქტივობა ტრენინგ–სემინარი ,, ჯანსაღ ცხოვრებაზე," გაიმართა 20–22 ნოემბერს 13:00 ზე. ტრენინგს დაესწრნენ 7–12 კლასის მოსწავლეები. აგრეთვე მოწვეულები იყვნენ მარტყოფის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში. ტრენინგის დროს გა
ნიხილებოდა სხვადასხვა დაავადებები რომელიც გამოწვეულია არაჟანსაღი ცხოვრების წესით: შიდსი ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ნიკოტინდამოკიდებულება და სხვ.
ამ ტრენინგით ამაღლდა ბავშვების ცნობიერება ჯანსაღ ცხოვრებაზე. და გვაქვს იმედი რომ ისინი ჯანსაღად იცხოვრებენ.
Saturday, November 17, 2012
ახალი ამბები
სამოქალაქო კლუბმა ,,მოქალაქემ" გაიმარჯვა მცირე გრანტების კონკურსში და მოიპოვა დაფინანსება პროექტის განსახორციელებლად.
სამოქალაქო კლუბი ,,მოქალაქე "პროექტის ერთ-ერთ აქტივობას კერძოდ ტრენინგს ,,ჯანსაღ ცოვრებაზე" ატარებს სამშაბათს და ხუთშაბათს 13.00 საათზე. სამშაბათს ტრენინგს დაესწრება 10-11-12 კლასის მოსწავლეები ხოლო ხუთშაბათს 7-8-9 კლასები.
სამოქალაქო კლუბი ,,მოქალაქე "პროექტის ერთ-ერთ აქტივობას კერძოდ ტრენინგს ,,ჯანსაღ ცოვრებაზე" ატარებს სამშაბათს და ხუთშაბათს 13.00 საათზე. სამშაბათს ტრენინგს დაესწრება 10-11-12 კლასის მოსწავლეები ხოლო ხუთშაბათს 7-8-9 კლასები.
Friday, November 16, 2012
16 ნოემბერი – ტოლერანტობის დღე
სკოლაში გაკეთდა საინფორმაციო გაზეთი, რომელშიც განთავსდა ინფორმაცია ,,ტოლერანტობის" შესახებ.
სკოლის მოსწავლეების გარკვეულმა ნაწილმა არ იცოდა რას ნიშნავდა სიტყვა ,,ტოლერანტობა" ლიფლეტებისა და გაზეთის გაცნობით მათ მიეცათ საშუალება ჰქონოდათ ინფორმაცია ტოლერანტობის შესახებ და გაუჩნდათ სურვილი ყოფილიყვნენ ,,ტოლერანტები"
Thursday, November 15, 2012
,,გავხდეთ ტოლერანტები"
ხვალ 16 ნოემბერია ეს დღე მსოფლიოში აღინიშნება როგორც ,,საერთაშორისო ტოლერანტობის დღე".
საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა რადგან აქ საუკუნეების გნამავლობაში მშივიდობიანად თანამოსახლეობენ სხვადასხვა ეროვნების და რელიგიის ადამიანები. ტოლერანტობის ცნების ,,ხერხემალი" ადამიანების უფლებების პატივისცემაა.
ტოლერანტობის გაგება სხვადასხვა კულტურაში,მათი ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, გნსხვავებულია. ქართული ტოლერანტობის სინონიმი შემწყნარებლობაა.
არსებობს ,,ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაცია", რომლის მიხედვითაც ტოლერანტობა არის მსოფლიოს მრავალფეროვანი კულტურების, ამ კულტურებში არსებული ადამიანების პატივისცემისა და ცნობის აღიარება.
ტოლერანტი ადამიანის აღზრდას ხელს უწყობს განათლება, კომუნიკაცია, აზრის თავისუფლად გამოთქმის უნარი, შეგნება და რწმენა.
ტოლერანტობა ნიშნავს მოვექცეთ სხვებს ისე, როგორც სხვები გვინდა, რომ მოგვექცნენ ჩვენ.
ტოლერანტობის მთავარი არსი კი ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლაა. სწორედ არატოლერანტული ქცევა უშლის ხელს ადამიანთა მშვიდობიან თანაარსებობას.
ამ დღესთან დაკავშირებით კლუბი ,, მოქალაქე" ამზადებს ლიფლეტებს ტოლერანტობასთან დაკავშირებით, რომელიც გავრცელდება სოფელ მარტყოფის მოსახლეობაში. აგრეთვე მოვამზადეთ საინფორმაციო ტიპის სტენდი, რომელშიც მოვათავსეთ ინფორმაცია ტოლერანტობის შესახებ.
Wednesday, October 3, 2012
მცირე გრანტების კონკურსი.
როგორც იცით გამოცხადდა მცირე გრანტების კონკურსი, ჩვენი კლუბი აქტიურად ჩაერთო ამ კონკურსში და რამდენიმე დღეში დაამთავრებს უკვე მუშაობას. კლუბის ლიდერი რამდენჯერმე იმყოფებოდა კონსულტაციაზე და იმედია მოვიგებთ. გვისურვეთ წარმატება.. : )) http://initiatives.ge/index.php?m=7
სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი - 2012
სიქა – საგანამანათლებლო ინიციატივების ქართულმა ასოციაციამ განახორციელა ბანაკი, სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში. რომელსაც აფინანსებდა USAID და ახოცლიებედა PH-International. ბანაკი გაიმართა ბაზალეთში თავისუფალი უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრში. ბანაკში მყოფ ბავშვებს გვიტარდებოდა ტრენინგები რომელსაც ,,მზიანი სახლიდან" მოწვეული ტრენერები გვიტარებდნენ. იქ გატარებული დღეები 87 მოწავლისთვის დაუვიწყარი იყო. შევიძინეთ უამრავი მეგობარი სხვადასხვა კუთხიდან. მომავალში ჩვენ ვაპირებთ ვითანამშრომლოთ და დავგეგმოთ ქსელური პროექტები, ვიმუშაოთ ისეთ პრობლემებზე რომელიც აწუხებს ჩვენს თემს. ბანაკში ტრენინგები შეეხებოდა ადვოკატირებას, აქტიურ მოქალაქეობას და არა მხოლოდ ამას. ადვოკატირება ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელებისთვის. ბანაკში მყოფი ბავშვები დაყოფილები ვიყავით 4 გუნდათ, რომელსაც ყავდა 2 ლიდერი. თითოეული გუნდი დაყოფილი იყო 4 ჯგუფად რომელსაც შემდგომში ევალდებოდა სხვადასხვა აქტივობის განხორციელება და 1 პროექტის შედგენა. მე ვიყავი ,,Smაჭვების" გუნდში თუმცა როგორც კი ტრენინგი დამთავრდებოდა ბავშვები ისევ ვერთიანდებოდით და ერთ დიდი ჯგუფს ვქმნიდით. ჩვენ შევხვდით სამოქალაქო განათლების ბანაკს PH international-ის დამფუძნებელს ქ-ნი ქეთრინ ქედველს. ქეთრინი სამოქალაქო განათლების პედაგიგია, რომელიც ჰარვუდის გაერთიანების საშუალო სკოლაში დაქსბერიში, ვერმონტის შტატში სამოქალაქო და სოციალურ მეცნიერებებს ასწავლის. შეხვედრის დროს მან გვიამბო თავისი ისტორია რომელიც მის აქტიურ ცხოვრებას შეეხებოდა. აგრეთვე უპასუხა ჩვენს შეკითხვებს. ეს ადამიანი ჩვენთვის იყო მაგალითი რომელმაც შეძლო დიდ დაბრკოლების მიუხედავათ შეექმნდა ისეთი ორგანიზაცია როგორიცაა PH international–ი. აგრეთვე ჩვენ გვქონდა ჩვენი სახელმძღვანელოს ავტორთან შეხვედრა რომელმაც აგრეთვე უპასუხა ჩვენს მიერ დასმუ შეკითხვებძე. არასდროს არ დაამავიწყდება იქ გატარებული დღეები, გავიგე როგორია იყო აქიური მოქალაქე, და ბევრი აქტიური მოქალაქეც გავიცანი )) .
Tuesday, April 24, 2012
პროექტი ,,მავნე ჩვევების წინააღმდეგ" პრეზენტაცია
სამოქალაქო კლუბმა ,,მოქალაქემ" ჩავატარეთ პროექტ ,,მავნე ჩვევების წინააღმდეგ" პრეზენტაცია და მოვაწყეთ ნამუშევრების გამოფენა. პრეზენტაციას ესწრებოდა სკოლის თვითმმართველობა, დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ თემის გამგეობის და ადგილობრივი ამბულატორიის წარმომადგენლები. გაიმართა თემების პრეზენტაცია და გამოვლინდა საუკეთესო ნაშრომის ავტორი. მოეწყო დისკუსია.
Monday, April 16, 2012
Tuesday, April 3, 2012
პროექტი დასასრულს მიუახლოვდა.! )
გამოფენა და დისკუსია ,,მავნე ჩვევების წინააღმდეგ" ჩატარდება აღდგომის მომდევნო კვირას. ამ პროექტში მონაწილეებს გადაეცემათ სიგელები და შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი დაწერილი თემები თუ ჩანახატები ფართო აუდიოტორიას გააცნონ. აგრეთვე გამოვლინდება ყველაზე საუკეთესო თემის და ნახატის ავტორი : )) პროექტის მიმდინარეობას თვალს ადევნებდნენ სამოქალაქო კლუბ ,,მოქალაქის" წევრები და მათი ხელმძღვანელი ლაშა ახობაძე.
Friday, March 23, 2012
Thursday, March 22, 2012
პროექტი ,,მავნე ჩვევების წინააღმდეგ''
ჩვენმა ჯგუფმა გადავწყვიტეთ ჩავატაროთ აქცია, სადაც მარტყოფის #2 სკოლის მოსაწვლეები მიიღებენ მონაწილეობას. ეს პროექტი ეხება თემას რომელიც საკმაოდ აქტუალურია დღეს დღეობით. ეს პროგრამაა ,,მავნე ჩვევების წინააღმდეგ''. სკოლის მოსწავლეებმა უნდა შეადგინონ: ჩანახატი, ნახატი ან თემა, რომელიც ამ საკითხებს ეხება. როდესაც ბავშვებმა ამ პროექტის შესახებ გაიგეს საკმაოდ მოეწონათ და დიდი დაინტერესებაც გამოიწვია მათში. ეს სასკოლო კონკურსია სადაც გამოვლინდება გამარჯვებული საუკეთესო იდეით და ნახატით. კონკურსი იწყება 26 მარტიდან და დამთავრდება 6 აპრილს.
Wednesday, March 21, 2012
სიქა მარტყოფში : ))
2012 წლის 20 მარტს მარტყოფის #2 საჯარო სკოლაში კვლავ ერთმა წამახალისებელმა იდეამ გაიჟღერა. ეს იდეოლოგია ეხებოდა ისეთი სამოქალაქო კლუბის შექმნას როემლიც გამოავლენდა სხვადასხვა პრობლემებს სკოლაში და სკოლის გარეთ. სიქა–ს წარმომადგენელმა როდესაც აგვიხსნა თუ რა ევალებოდა თითოეულ ჯგუფს და მის წევრს ამან დაგვაინტერესა და გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა ჯგუფი. ჯგუფის სახელი ,,Citizen"–მოქალაქეს ნიშნავს.. ჩვენ ვართ ის მოქალაქეები რომლებმაც ხელი უნდა შევუწყოთ ხალხის კარგ მოქალაქედ ჩამოყალიბებას. ჩვენი სკოლა ჩართულია "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში", რომელსაც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID) დაფინანსებით ახორციელებს PH-International. "სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია" წარმოადგენს პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციას ქვემო ქართლში.
Subscribe to:
Posts (Atom)